четверг, 14 ноября 2013 г.

        სენაკი - ქალაქი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. 1858 წელს სამეგრელოში სამთავროს გაუქმების შემდეგ, ჩამოყალიბდა სამი ადმინისტრაციული ერთეული - ზუგდიდის, ძველი სენაკისა და ლეჩხუმის ოლქები, მაგრამ შემდგომში რკინიგზის გაყვანამ თბილისსა და ფოთს შორის და რკინიგზის სადგურის აშენებამ ახალ სენაკში საბოლოოდ განაპირობა ახალი სენაკის სამაზრო ადმინისტრეციული ცენტრის წარმოქმნა.  მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 სიმაღლეზე. მას  აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემს აღმოსავლეთით, დასავლეთით - ხობის მუნიციპალიტეტს მდინარე ხობის წყალთან, უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი -ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სოფელ ახუთთან, სამხრეთით - ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

     სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - კურორტი. სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით,რომელთაგან აღსანიშნავია მინერალური და კასტრული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში და სხვაგან.
    აქ არის კვების მრეწველობის საწარმოები, სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მიხა ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი . ჭალადიდელი და სსრკ გმირი . წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია. იგი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალსენაკი დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. აქ აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა,შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვები...1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს.  
             სიმჭიდროვე - 100.1 კაცი/კმ²
             ფართობი - 520.7 კმ²
             მოსახლეობის რაოდენობა - 28 854 კაცი (2002 წელი)
             ეროვნება - ქართველები 99.4% ,  რუსები 0.4%  ,   აფხაზები 0.1 ,  ასირიელები.
     მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანოგამგეობა. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
•             1 ქალაქი - სენაკი
•             14 სოფელი.
  
     სოფელი ძველი სენაკი, სამეგრელოს ეს კურთხეული მიწა დიდი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უძველესი  სოფელია საქართველოში. იგი სენაკის რაიონული ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთი მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ნოქალაქევი,  რომელიც ცნობილია უძველესი ქალაქის არქეოპოლისის სახელწოდებით, დასავლეთით- სოფელი ეკი, აღმოსავლეთით - სოფელი გეჯეთი და სამხრეთით - ქალაქი სენაკი   და სოფელი ნოსირი.

















  სოფელი ჩრდილოეთის მხრიდან შემოფარგლულია გორაკ - ბორცვების ზოლით, რომელიც ცნობილია უნაგირას სერის სახელწოდებით. მის ფერდობებზე იზრდება კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა: რცხილა, წიფელი, თელა, კოპიტი, მუხა, ცაცხვი, მურყანი, აკაცია, წაბლი, ბზა, თხილი და ბროწეული. ტყის განაპირა ზოლში - ასკილი,  მაყვალი და იელი.





    ფრინველებიდან  გვხვდება:  შაშვი,  ჩხიკვი,  წიწკანა,  წივწივა,  ბეღურა, კოდალა, ბულბული და მწყერი, იშვიათად ოფოფი და ხოხობი. მტაცებელი ფრინველებიდან: ქორი, ძერა, მიმინო და ყვავი. ჭაობიან ადგილებში გვხვდება ყანჩა. ზამთრობით კი მოფრინავენ იხვები.
     ტყის ზონაში მტაცებელი ცხოველებიდან გვხვდება მგელი, ტურა, მელა, მაჩვი და კვერნა.   მღრღნელებიდან   გავრცელებულია    კურდღელი,  მინდვრის თაგვი, ვირთაგვა, მემინდვრია,   ზღარბი  და   თხუნელა.   მინდვრებსა  და    ბაღებში - გომბეშო.     ჭაობიან ადგილებში - ტბის  ბაყაყი.






    
    ბუნებრივი სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია კირქვის საბადო.
  ვის არ მოხიბლავს და არ მოიყვანს აღტაცებაში სოფლის შუაგულში აღმართული რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ან მთიდან გადმომზირალი წმინდა გიორგის ეკლესია და შხეფის ციხე.

    ძველი სენაკი და მისი ისტორიული  ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძველი სენაკის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი, ამ წიგნს დართული აქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.



 


    საინტერესო ცნობებს გვაძლევს აღნიშნული ეკლესიის შესახებ ნიკო დადიანი თავის წიგნში  ,,ქართველთა ცხოვრება”. იგი წერს ,,ძველი სენაკის ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან.” ეს ის ლევან მეორე დადიანია, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა 1611 წელს. ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა, რომ მან  “უთვალავი ოქრო-ვერცხლის ხატი გაკეთებინა თვალმარგალიტებით შემკობილი. ერთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ოქრომჭედელი ჰყავდა, რომლებიც განუწყვეტლივ ამკობდნენ საეკლესიო ნივთებს”...…




     არქანჯელო ლამბერტის წიგნი ,,სამეგრელოს აღწერასაინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მწერალი და მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 350 წლის წინანდელ ძველ სენაკსა და მის ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას ძველი სენაკის წარმოშობის შესახებ. იგი წერს - ,,ამ ადგილს ადრე ერქვა ,,სინგამე” (მდინარე ტეხურის ძველი სახელწოდება).
     მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც, მის წიგნში - “მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო”, მან მდინარე ტეხურს უწოდა - “სინაგჰი”. ადვილი შესაძლებელია წერს იგი, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი და შემორჩა კიდეც. თუ დავეყრდნობით ლამბარტის ცნობებს გამოდის, რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში არსებულა. თავად ,,სენაკიძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ-მონაზვნებისათვის განცალკევებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. სავარაუდოა, რომ ძველი სენაკისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.
      შალვა დადინი ამ უძველეს სოფელს ასე ახასიათებს თავის წიგნში ,,მოგონებანი”  - ,,წინათ სენაკი ერთი ყოფილა სამეგრელოში და ეს სენაკი იყო კიდეც ამ არემარეზე. აქ მოდიოდნენ იმერლები, მოჰქონდათ ღვინო. სამაგიეროდ ყიდულობდნენ ხარებს, ძროხებს, ცხენებს და სხვა. მოდიოდნენ ბერძნებიც და იძენდნენ აბრეშუმს, სიმინდს, თხილს და . ., ერთი სიტყვით, აქ დიდად გაცხოველებული აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული. ჩემს დროს მას ძველი სენაკი ერქვა და დღესაც ასე ქვია.”




        ამ ისტორიულ სოფელში ყოველწლიურად იმართებიდა დიდი ბაზრობა (,,იარმარკობა”). აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ვის არ ნახავდით აქ: თათრებს, ბერძნებს, ებრაელებს. მათ ჩამოჰქონდათ ოქროს და ვერცხლის ნივთები, ძვირფასი თვლები, ხალიჩები და სხვა.
       დღევანდელი სტადიონის ადგილზე, რომელსაც ძველად ,,ოხოჯეერქვა, უზარმაზარი ცაცხვის ძირში იმართებოდა ცეკვა-თამაში, სადაც თავს იყრიდა ახალგაზრდობა. იყო შეხვედრები გასათხოვარი ქალიშვილებისა და საცოლე ვაჟკაცებისა, ხშირად აქ  ეყრებოდა საძირკველი მომავალ ოჯახებს. ზეიმს აგვირგვინებდა ქართული ჭიდაობა. ხალხის ტევა არ იყო საჭიდაო მოედანზე, “ბულვარში”, - ასე ეძახდნენ დღევანდელი კულტურის სახლის ეზოს. მოჭიდავეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნესტორ ესებუა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც გადმოცემით ვიცით, ის ყოფილა მაღალი, ბეჭგანიერი, წელწვრილი, სიტყვა-ძვირი, თავმდაბალი. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევდა ხალხში. ნესტორი თურმე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ბეჭი მიწას არ გაკარებია. ის ფალავანთა-ფალავანი იყო და ასე დარჩენილა ბოლომდე.




     1874 წელს აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს ძველი სენაკის სკოლაში 21 მოსწავლე ირიცხებოდა.
     1884 წლის 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული სკოლა. მის კურთხევაზე სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ბრძენი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყიფიანი, შემდეგ არსენ წითლიძე...





     სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია. საქართველოში იშვიათია სკოლა, რომელიც ხუთი აკადემიკოსის აღმზრდელი იყოს.

   საუკუნის 80-იანი წლებიდან ხალხის მისწრაფება თვითგანათლებისაკენ იზრდებოდა. იქმნებოდა კერძო სკოლები, ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სადაც მოსახლეობას შეეძლო წიგნების კითხვა და თვითგანათლების მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგამგეობის მიერ შედგენილი წესდება სკოლებთან ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ. საინტერესოა ძველი სენაკის სახალხო ბიბლიოთეკის ისტორია.
        1896 წელს აქაურ მოსახლეობას მოუგროვებია საკმაო წიგნები. აზნაურ გრიგოლ და ალმასხან ჩაჩავებს უკისრიათ უფასო სამკითხველოს გახსნა. სამკითხველოს გახსნის ინიციატორი ყოფილა გრიგოლ ჩაჩავას ძმა ვლადიმერ ჩაჩავა, რომელსაც სამკითხველოსთვის საჩუქრად გადაუცია 500-ზე მეტი ქართული და რუსული წიგნი. ასე ჩაეყარა საფუძველი უფასო სახალხო სამკითხველოს გახსნას ძველ სენაკში. 1910 წელს ძველ სენაკში იაკობ გოგებაშვილის დახმარებით გახსნილა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკას თურმე ვაჭარმა ალექსანდრე ჩიქობავამ ერთი ოთახი დაუთმო. მის გამგედ დიდად განათლებული ქალბატონი აგრაფინა კუჭავა მოუწვევიათ, რომელსაც დიდი წვლილი შეიტნა ბიბლიოთეკის ფონდის ზრდაშიამ პერიოდში საბიბლიოთეკო საბჭოს ხელმძღვანელობდა პედაგოგი დომენტი ოყრეშიძე.
         მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულსა და მეთვრამეტე საუკუნის  დასაწყისში სოფელ ძველი სენაკის ცენტრში მხეიძეებისა და დადიანების მიერ აგებული იქნა მაცხოვრის სახელობის ბაზილიკაეკლესიისთვის მეთვარამეტე საუკუნის 50-იან წლებში დაუშენებიათ გუმბათი. ეკლესიაში დეკანოზ ფარნავაზის დროს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, საგალობელიც ქათული იყო,,ეგზარქოსმაინება თურმე მობრძანება ეკლესიაში, რათა ,,ძაღლების ენაზე” (ამ დროს ქართულ ენას ძაღლების ენას ეძახოდნენ) აეკრძალათ ლოცვა-გალობა, მაგრამ ეკლესიის მსახურთ ნირი არ შეეცვალათ თურმე და გაუგრძელებიათ წირვა და აუგუგუნებიათ ქართული საეკლესიო საგალობელი. ეს ყველაფერი ისეთი სიყვარულით და სილამაზით შესრულებულა თურმე, მოსულნი იძულებულნი გამხდარან ქედი მოეხარათ ამ დიდებული საგალობლის, ერის და ბერის წინაშე და უმალვე უკან გაბრულებულან.
     ძველი სენაკის ეკლესიას ბევრი დიდებული სწირავდა შესაწირს. მათ შორის ყველაზე ცნობილია, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი  - დავით დადიანი და მისი  ულამაზესი მეუღლეეკატერინე ჭავჭავაძე. ეკატერინეს თითიდან საკუთარი სურვილით მოუძვრია ლალის თვლიანი, ალმასებით მოჭედილი ბეჭედი და შეუწირავს ეკლესიისათვის, რომელიც როგორც ძვირფასი განძეული, დიდხანს ინახებოდა ეკლესიის განძთსაცავში, ძვირფას ნივთებთან ერთად.


      დეკანოზი ფარნავაზი და მისი შვილი მღვდელი  ბაძუ (გიორგი) მხარში ედგნენ დაჩაგრულ ხალხს, სოფელში რევოლუციის პერიოდში რევოლუციონერებს მალავდნენ. სწორედ ამიტომ 1906 წლის იანვრის თვეში ალიხანოვ-ავარსკის, დეკანოზ ფარნავაზ ქავთარაძისათვის სახლ-კარი გადაუწვავთ. ბაძუ ქავთარაძე გარდაიცვალა 1964 წლის დეკემბერში. დასაფლავებულია მაცხოვრის ეკლესიის გარეთ, აღმოსავლეთ კარებთან ახლოს.
   რევოლუციის შემდეგ, ეკლესიაზე ზრუნვა შეჩერდა. თანდათან ნადგურდებოდა ეს ქრისტიანული სარწმუნოების უნიკალური ტაძარი. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ეკლესია განადგურების პირას იყო მისული. გუმბათზე ხეები ამოსულა, განმკითხავი არავინ ყოფილა. მზრუნველად გამოჩენილა ძველი სენაკის მკვიდრი ნინა გეგენავა. მისი დიდი ბრძოლის შედეგად საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტს ეკლესიის გუმბათი გაუწმენდია და გადაუხურავს. შემდგომში მაცხოვრის ეკლესიის რესტავრაციაზე და მის კეთილმოწყობაზე უზრუნვია ძველი სენაკის მკვიდრს, მხატვარს, სოფლის საამაყო შვილს, ემელიანე ადამიას.



 დღეს ეკლესია ფუნქციონირებს. მიმდინარეობს წირვა-ლოცვა. ძველებურად გაისმის ქართული საეკლესიო გალობანი. მიმდინარეობს  ნათლობა, საქორწინო რიტუალები, ყოველ შაბათს მიმდინარეობს მიცვალებულთა მოხსენიება (პანაშვიდი) და . .
     ძველ სენაკში, საგიგიბერიოს უბნიდან მოჩანს ეკლესიის ნანგრევები. ეს ეკლესია ატარებს წმინდა გიორგის სახელს. ამ ეკლესიის შესახებ ხალხში ძალიან მწირი მონაცემები მოიპოვება. ხალხში შემორჩა ის, რომ ტაძარი აგებული ყოფილა მეთორმეტე საუკუნეში ქვითკირისაგან. ფუნქციონირებდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. მისი უკანასკნელი მღვდელი ყოფილა მათე კალანდარიშვილი. საბჭოთა პრიოდში ტაძარი გაუპარტახებიათ.



     საბჭოთა ხელისუფლების ნგრევის შემდეგ საქართველო გამოაცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა. შეიცვალა საზოგადოებრივი წყობა, შეიცვალა ხელმძღვანელობა.
      თავისუფლებისათვის ბრძოლას მოყვა მსხვერპლი. ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ჩაიწერა მეტად მძიმე, ტრაგიკულ დღედ. დაიწყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის კონფლიქტი. ყოველივე ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემი სოფლის ეკონომიკაზე, სულიერ სფეროზე. თანდათანობით გაიძარცვა სოფელი. თითქმის ყველაფერმა დაჰკარგა შნო, იერი, ლაზათი. ბევრმა საწარმომ, მეურნეობამ, საყოფაცხოვრებო ობიექტმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დაიწყო . . ,,უშუქობის პერიოდი... დრო მკურნალია ყოველგვარი მწუხარების, ხალხმა იცის, რომ მოთმინება ყველაზე დიდი განძია. დღესდღეობით ცხოვრება კვლავ დგება ნორმალურ კალაპოტში.
         მოსახლეობის   რაოდენობა  ძველ   სენაკში  2011  წლის  იანვრისთვის  სულ  შეადგენდა  4049- მათ  შორის  ქალი  (57 %), კაცი (43%), დევნილი მოსახლეობის  რიცხვი შეადგენს 290- (5,7%) მოსახლეობის სიმჭიდროვე 140 კაცია 1 კვ.კმ-ზეყველაზე   გავრცელებული  გვარებია :   ჯანჯღავა,    ქავთარაძე,   დავითაია,   ბარკალაია,   ჩიქობავა.
 •     სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა ძველი სენაკის ტერიტორიულ ერთეულში შეადგენს 210 ოჯახს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 450 ოჯახი. მათ მიერ დახმარების სახით მიღებული თანხის ოდენობა 15 750 ათას ლარს შეადგენს
•   დევნილი მოსახლეობის რიცხვი ტერიტორიულ ერთეულში შედაგენს 336-. მათ შორის ორგანი-ზებულ  ჩასახლებაში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 0-, ყველა  კერძო ჩასახლებაში ცხოვრბს.
•        პენსიონერთა რაოდენობა 2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 674-.


პენსიონერთა
ჟგუფი                                               
                              
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობე-ბის მქონე პირი
მარჩენალ- დაკარგული ოჯახის წევრები
პოლიტიკურად რეპრესირებუ-ლები
სულ მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა
მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა
664
15
15
___
674
        წყარო : სოციალური მომსახურების სააგენტო

2002 წელს  ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი შემცირებულია  15 - % - ითრაც  ძირითადად   გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობისა  და  მიგრაციის  დინაამიკით .


წელი
შობადობა
სიკვდილიანობა
ემიგრაცია
იმიგრაცია
2002
20
21
187
15
2003
30
18
182
102
2004
26
11
189
97
2005
7
11
205
160
2006
15
39
101
94
2007
24
27
98
55
2008
28
29
55
41
2009
32
35
102
91
2010
24
38
203
197
2011
18
26
327
20
                წყარო : ძვ. სენაკის გამგეობა

 მოსახლეობის სტრუქტურა და დემოგრაფიული მონაცემები:

მოსახლეობა
4093
0-დან 5 წლამდე
373
6-დან 18 წლამდე
521
19-დან 60 წლამდე
2439
61 და მეტი
760
              წყარო : ძვ. სენაკის გამგეობა

 2013 წლის მონაცემებით სკოლამდელი ასაკის 84 ბავშვიდან  სკოლამდელ  დაწესებულებაში  ჩაბმულია  62 (75%) , სასკოლო ასაკის 400 ბავშვიდან საგანმანათებლო დაწესებულებაში ჩაბმულია 400 (100%)
 ზრდასრული მოსახლეობა განათლების  დონის მიხედვით  შემდეგნაირად ნაწილდება:
  •           უმაღლესი 542 (12 %);
  •          საშუალო სპეციალური ( პროფესიული) 678 (15%);
  •          საშუალო 2623 ( 58%);
  •          არასრული საშუალო 452 (10%);
  •          დაწყებითი 135 (3%);
  •          განათლების არმქონე 90 ადამიანი;
  •          გადამზადების ტრენინგ კურსები გავლილი აქვს 21 ადამიანს;
  •          საჯარო სექტორში დასაქმებულია 90 ადამიანი;
  •          დასაქმებული მოსახლეობის დიდი ჯგუფია თვითდასაქმებულები  2640 ადამიანი;
  • დაუსაქმებელი მოსახლეობის ოდენობა 1793-ია
ძველი სენაკის ტერიტორიაზე გადის ეროვნული მნიშვნელობის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მოასფალტებულიაადგილობრივი მნიშვნელობის გზის 160 კილომეტრიანი მონაკვეთის მხოლოდ 5% არის მოასფალტებული, დანარჩენი კი გრუნტოვანი გზის საფარითაა დაფარული. არსებული 30 ხიდ-ბოგირიდან გამართულად ფუნქციონირებს 18, ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეუძლებელია 8-ზე, ხოლო შეფერხებულია 4-ზე.
ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ხორციელდება ,,ენერგოპრო ჯორჯიას'' მიერ, მომხმარებელთა 100% გამრიცხველიანებულიაგათბობისა და საკვების დასამზადებლად მოსახლეობა ძირითადად იყენებს შეშას.
სოფლის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება ოჯახებში არსებული საკუთარი ჭებიდან. წყალსარინი და სანიაღვრე არხებით უზრუნველყოფილია ქუჩების 70%. წყალდიდობისგან დაცვის ინფრასტრუქტურას შეადგენს ჯებირები, გაბიონები,  რომელთა საერთო სიგრძე 12 კმ-ია.
ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას საფოტსო მომსახურებას უწევს სენაკის  საფოსტო განყოფილება, სატელეფონო მაგთისა და ჯეოსელის მობილური ქსელები.
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული შენობა, 3 საჯარო სკოლისა და 3 საბავშვო ბაღის შენობები, კულტურული სახლი, ბიბლიოთეკა ამბულატორია, სპორტული დარბაზი და მოედანი , საწარმოო და მომსახურების ძირითადი ობიექტებია : მაღაზია (5 ჯიხური)ერთი კეთილმოწყობილი სავაჭრო ობიექტი.
ფუნქციონირებს მრეწველობის, მომსახურების და ვაჭრობის სფეროს 5 და 300 საოჯახო მეურნეობა. ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.
მემცენარეობაში გავრცელებული კულტურა სიმინდი, დასაქმებულია 2000 ადამიანი, გაშენებულია 854 ჰა-ზე, საშუალო წლიური მოსავალი შეადეგენს 170 ტონას, სარეალიზაციოდ გამოიყენება 30%, ძირითადად იყიდება რაიონის ბაზრებზე, დაახლოებით შემოსავალი შეადგენს 1200 ლარს.
მეცხოველეობის დარგებიდან განვითარებულია მესაქონლეობა, დასაქმებულია 2000 ადამიანი, სულადობა შეადგენს 2500, საშუალო წლიური წველადობა შეადგენს 12 000 ტონას ერთ სულზე, პროდუქტებიოს რეალიზაცია ძირითადად ხდება რაიონის ბაზარზე, დაახლოების შემოსავალი შეადგენს 3000 ლარს.
მეწარმეობიდან მოსახლეობის შემოსავლების სხვა ძირითად წყაროს წარმოადგენს ვაჭრობა, დასაქმებულია 56 ადამიანი, პროდუქტების რეალიზაცია ძირითადად ხდება სენაკისა და ბანძის ბაზრებზე, დაახლოებით შემოსავალი შეადგენს 30 ათას ლარს.
     თანამედროვე მსოფლიოს განვითარების კვალდაკვალ მკვეთრად იზრდება ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს გარემომცველ სამყაროს და გლობალურ პრობლემებს ქმნის, რომლებიც ჩემს სოფელზეც აისახება. დღესდღეობით ძველ სენაკში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელთა გადაწყვეტა დაკავშირებულია არამარტო ფინანსებთან, არამედ მოსახლეობის აქტიურობასთან. სამწუხაროა, რომ ისეთ სოფელში, რომელიც სავაჭრო ცენტრი ყოფილა და რომლის ეკონომიკა ერთ დროს ჰყვაოდა, არ ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. სოფელს გააჩნია პოტენციალი, რომ გაიხსნას სამკერვალოები, საპარიკმახეროები, ფუნქციონირებაში მოვიდეს სასტუმრო, კვლავ აღდგეს ბაზარი, ხალიჩებისა და ჩაის ფაბრიკები. სარემონტოა არსებული შენობა-ნაგებობები და ფინანსური სახსების არარსებობის გამო არ ხდება სასოფლო სამეურნეო სავარგულების მიზნობრივი გამოყენება. სუსტი კავშირია ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის, არ ხდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.
       ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანთა გარემოსდაცვითი განათლების არქონა. აუცილებელია მოზარდმა იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მას მიაყენოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ უნდა შეინარჩუნოს და დაიცვას იგი. სოფელში მოუწესრიგებელია ნაგავსაყრელი და საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს და იწვევს ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენებას, ნიადაგის მოწამვლასა, მის ეროზიას და სხვა. ამასთან სოფელი არ არის გაზიფიცირებული, რის გამოც ხდება ტყის ჩეხვა და მისი სისტემატიური გამოყენება. ტყის გამუდმებულმა ჩეხვამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია სოფლის ზოგიერთ უბანში. ჩანაგდება ლანდშაფტი. შრება გრუნტის წყლები. არასაკმარისი ფინანსების გამო არ ხდება შემოსავლის გადანაწილება წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, რადგან ის მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება. ასევე საკმაოდ რთულია წყლის სისტემის მცოდნე კვალიფიკაციური კადრების მოძებნა. ეს პრობლემა უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო მოსახლეობაზე, არამედ ბიზნეს სექტორზეც, რადგან იგი იწვევს ანტისანიტარიას (არასათანადო ხარისხის და არასაკმარისი რაოდენოდის წყლის მიწოდება იწვევს ეპიდემიის საფრთხეს) და ცუდი მოსავლის მიღებას ( სარწყავი წყლის არასათანადო მიწოდება). ადგილობრივი გზა შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებთან. გზების მოუწესრიგებლობა აფერხებს მსხვილი ინვესტორების დაინტერესებას, ზრდის გადაადგილებისა და ტრანსპორტირების თანხისა და დროის დანახარჯს, ამასთან ადიდებს უბედური შემთხვევების რიცხვს.
   ძალზე რთულია გლეხურ მეურნეობაში მოწეული პროდიქტის რეალიზაცია. აუცილებელია ამ ტერიტორიული ერთეულის ტრაქტორებით მომარაგება. თითო ტრაქტორი ვერ გადაჭრის სოფლის პრობლემას.
        ძნელია  ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება, მაგრამ აუცილებელია მათი აღმოიფხვრას, რათა ძველი სენაკი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული სოფელი დასავლეთ საქართველოში. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია პირველ რიგში გამოიყოს ფინანსები, ჩატარდეს ტრენინგები მოსახლეობის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დაიგეგმოს პროექტები, შესაძლებელია უცხოური ინვესტორების მოზიდისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება და საზოგადოების დაინტერესება, რომ მოზარდები გააქტიურდნენ და დამოუკიდებლად დაიწყო ფიქრი თავიანთი და სოფლის მომავლისაკენ, ისწავლონ, იშრომონ და მაგალითი მისცენ მომავალ თაობებს.















გამოყენებული ლიტერატურა:

1.      შალვა დადიანი - V ტომი „ მოგონებანი “
2.      ი. შიქაძე და ვ. გაგუა - ძველი სენაკის საშუალო სკოლა
3.      ნ. ყიფიანი და ვ. გვასალია - „გონიერთა მწვრთნელი უყვარს“